გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, ბანგალორში გამოშვებულინახშირორჟანგისა და სხვა სასათბურე აირებისგამონაბოლქვი ისეთივე პრობლემას წარმოადგენსმსოფლიოსთვის როგორც ბრიტანეთის ბირმიnგემში თუალაბამის ბირმინგემში.. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდადავიშუროთ რომ ისეთი განვითარებადი ეკონომიკისმქონე ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი დავეხმაროთ: ამ პრობლემას სწორი მიმართულებით ებრძოლონ.
“გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს”
ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა ტონი ბლერმა ლონდონში მსოფლიო ბანკის ყოფილი წამყვანი ეკონომისტის ნიქოლას სტერნის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის პრეზენტაციაზე გააკეთა განცხადება: “გლობალური დათბობა მსოფლიოს
უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს, რომელიც მსოფლიო ომებს და დიდ დეპრესიას უტოლდება”.
700 გვერდიან ნაშრომში ნათქვამია რომ მსოფლიოს ეკონომიკას კლიმატური ცვლილებების გამო დიდი ზარალი მიადგება, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს წლიური ერთობლივი შინაგანი პროდუქტის ხუთიდან ოც პროცენტამდე მერყეობდეს. ამ გამოკვლევის მიხედვით ჰაერის ტემპერატურამ 21-ე საუკუნეში შესაძლოა 5 გრადუსით მოიმატოს, რაც არნახულ წყალდიდობას გამოიწვევს და 200 მილიონ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის მიტოვებას აიძულებს
სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა
ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროშინახშირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგეულები, წყლის ორთქლი დაზოგიერთი სხვა გაზი ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობენ, რასაცსათბურში მინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწაშთანთქავს, მაგრამ არ ატარებენ დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ამ მოვლენასსათბურის ეფექტი უწოდეს.
მე-20 საუკუნეში საწვავის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ატმოსფეროშინახშირორჟანგის შემცველობის მატება გამოიწვია. სათბურის ეფექტის გამო დედამიწისსაშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა და მოსალოდნელია მისიშემდგომი მატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელითაა ცნობილი.
გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგანისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა,ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და კვლავ მიმდინარეობს ტყეებისმასიური გაჩეხვა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაშითავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყესკარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება.
No comments:
Post a Comment